თეგი: ჰანთერ ბაიდენი

საფრანგეთი მზადაა, სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი მზად არის სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს.  „საფრანგეთმა თანხმობა განაცხადა სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, ერევნის მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,” - განაცხადა კოლონამ. კოლონას თქმით, მას არ შეუძლია დეტალების გახმოვანება, მაგრამ “რიგი საკითხები უკვე შეთანხმებულია პარიზსა და ერევანს შორის.” „თანამშრომლობის სხვა საკითხებსაც განვიხილავთ,” - განაცხადა კატრინ კოლონამ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორივე მხარე მუშაობს იმაზე, რომ “არ გამოიწვიონ ესკალაციები, იმის გააზრებით, რომ გვერდით არის მეზობელი, რომელიც მუდამ მტრულ ქმედებებს ახორციელებს.” საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს 3 ოქტომბერს ეწვია.  

ბაიდენის შვილს ახალი ბრალი წაუყენეს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟს, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს ახალი ბრალი წაუყენა. გამოძიების ცნობით, ჰანტერ ბაიდენმა 1,4 მილიონი დოლარის გადასახადები არ გადაიხადა. საუბარია 2016-2019 წლების პერიოდზე. თეთრ სახლს ახალ ბრალდებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. პროკურორების მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ჰანთერ ბაიდენმა საზღვარგარეთ საქმიანი გარიგებების შედეგად 7 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი, მათ შორის, უკრაინის გაზის კომპანია Burisma-ს დირექტორთა საბჭოში მუშაობისთვის მიიღო. დოკუმენტში ჩამოთვლილია თანხები, რომლებსაც ჰანტერ ბაიდენი ხარჯავდა ძვირადღირებული სასტუმროების, ავტომანქანების, ტანსაცმლის, ფუფუნების სხვა საგნებისა და მეგობარი ქალებისთვის. 2023 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს ბრალი წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის, რასაც ჰანთერ ბაიდენი არ აღიარებს.